top of page

ფარშირებული პომიდორი კაპრეზე


იტალიური სალათი კაპრეზეს კიდე ერთი ვარიაცია. ამ ჯერად პომიდორს გამოვტენით ყველით და შემდეგ მას გამოვაცხობთ. გამომცხვარი პომიდორი გარნირადაც გამოდგება და დამოუკიდებელ კერძადაც.

დაგვჭრდება:

6 ცალი პომიდორი

200-250 გ მოცარელა

2-3 კბილი ნიორი

პატარა კონა ბაზილიკი ან შაშკვლავი

1 კვერცხი

1 ც.კ. დიჟონის მდოგვი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი

შავი წიწაკა

მარილი

პომიდორს მოვაჭრათ ზედა ნაწილი და კოვზით ფრთხილად ამოვშიგნოთ.

კვერცხის გული, მდოგვი, ნიორი, მარილი წიწაკა და ზეითუნის ზეთი კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ამმასას გახეხუილი ყველი და ბაზილიკი.

ამოვტენოთ პომიდორი ამ მასით, დავაფაროთ თავი და მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. შევდოთ გამოსაცხობად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page