გამომცხვარი ხბოს ხორცი ალუბლის სოუსით
დღეს ისევ ალუბლის სოუს მოვამზადებთ, მაგრამ ცოტა განსხვავებულს და ამ ჯერზე მას გამომცხვარ ხბოს ხორცთან ერთად მივირთმევთ. ძალიან გემრიელი, სადღესასწაულო კერძი გამოგვივა.
დაგვჭრდება:
1 კგ რბილი ხბოს ხორცი
300-400 გ ალუბალი
1 თავი ხახვი
მარილი
შავი წიწაკა
100 მლ კონიაკი ან ბრენდი (ნახევარი ხორცის მარინადისთვის, ნახევრაი-სოუსისთვის)
2 ს.კ. შაქარი
პატარა კონა ტარხუნა ან პიტნა
20 გ კარაქი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ხორცი კარგად გავრეცხოთ, გადავუსვათ მარილი და წიწაკა, მოვასხათ კონიაკი, ზეითუნის ზეთი, გადავაკრათ პლასტიკი და დავტოვოთ ასე4-6 საათით, ან მთელი ღამით.
ამის შემდეგ, გამოვაცხოთ ხორცი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, შემდეგ კი გადავაფაროთ ფოლგა და კიდე 2-3 საათი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ალუბალი კარგად გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშთ კარაქში. შემდეგ დავუმატოთ ალუბალი, შაქარი, 50 მლ კონიაკი, მარილი და წიწაკა. ვთუშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 15 წუთი. გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ სოუსს წვრილად დაჭრილი პიტნა ან ტარხუნა.
გამომცხვარი ხორცი დავასვენოთ ერთი 15-20 წუთი, შემდეგ გადავაცალოთ ფოლგა, დავჭრათ და მოვასხათ ალუბლის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!