top of page

ვანილის კრემი მარწყვით და მსუბუქი ბისკვიტით


დაგვჭირდება:

1 ლ რძე

4 კვრცხი

1,5 ჭიქა შაქარი

2 ს.კ. ფქვილი

2 ს.კ. სახამებელი

ვანილი

200 გ კარაქი

500 გ მარწყვი

დასანამად:

1 ს.კ. რომი

2 ს.კ. შაქარი

100 მლ წყალი

მოვხარშოთ სიროპი დასანამად: ავადუღოთ შაქარი და წყალი და ვხარშოთ, სანამ შაქარი არ დადნება, შემდეგ დავუმატოთ რომი.

ამ სანამით დავასველოთ ბისკვიტები.

მოვამზადოთ კრემი: ავადუღოთ რძე. კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ფქვილი, სახამებელი და ადუღებული რძე. კარგად გავთქვიფოთ და დავდგათ დაბალ ცეცლხზე. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან გამუდმებით ვურიოთ. როგორც კი ადუღფება, გამოვტღოთ ქურა და დავუმატოთ კრემს ვანილი. გავაგრილოთ და შევათქვიფოთ კარაქი.

ჭიქებში ჩავდოთ კრემი ისე, რომ ფსკერი დაფაროს, შემდეგ რომში დასველებული ბისკვიტი, მარწყვი, მერე ისევ კრემი, მარწყვი, ბისკვიტი და კრემი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page