ალუბლის და შოკოლადის ტორტი Schwarzwäldertorte
ესეც გერმანული ალუბლის და შოკოლადის ტორტი. მსოფლიოში ერთ-ერთი უგემრიელესი დესერტი, მე თუ მკითხავთ.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
6 კვერცხი
200 გ შაქრის პუდრა
50 გ კარაქი
ვანილი
75 გ სახამებელი
2 ს.კ. წყალი
სოდა ძმრით
3 ს.კ. კაკაო ან 1 ფილა შავი შოკოლადი
მწიკვი მარილი
120 გ ფქვილი
ალუბლის შიგთავსისთვის:
500 გ ალუბალი
5 ს.კ. ალუბლის ნაყენი (ვიშნევკა)
150 გ შაქრის პუდრა
5 ს.კ. ალუბლის ნაყენი
კრემისთვის:
800-900 მლ ნაღები
70 გ შაქრის პუდრა
ვანილი
შოკოლადის კრემისთვის:
100 მლ ნაღები
1 ფილა შავი შოკოლადი
ცალკე:
1 ფილა შოკოლადი
12-15 ალუბალი
მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მარილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ თითო-თითო გულები, შემდეგ ვანილი, კაკარო, სოდა ძმრით, სახამებელი, ფქვილი. ფრთხილად მოვურიოთ და გამოვაცხოთ ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
უკურკო ალუბალს დავაყაროთ შაქარი(50გ) და დავტოვოთ 30 წუთით. წვენი გადავწუროთ (უნდა გამოგვივიდეს 150-200 მლ. თუ საკმარისი არაა, დავმატოთ წყალი). ამ წვენს დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, მივიყვანოთ ადურებმადე და ვხარშოთ 5 წუთი. დავუმატოთ ალუბლის ნაყენი და ალუბალი. გამოვრთოთ ქურა და გავაციოთ ასე ეს მასა. როცა ბოლომდე გაცივდება, გადავწუროთ სიროპი- ის ჩვენ დასანამად დაგვჭირდება და ალუბლები ცალკე გადავინახოთ.
მოვამზადოთ შოკოლადის კრემი: შევათბოთ ნაღები, მაგრამ არ ავადუღოთ და დავუმატოთ დაქუცმაცებული შოკოლადი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. მასა გასქელდება. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მსუბუქად ავთქვიფოთ. დიდხანს თქვეფა არ უნდა, თორე კრემი აიჭრება.
მოვამზადოთ ნაღების კრემი: ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი. ავაწყოთ ტორტი: კარგად გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ სამ თანაბარ ნაწილად. კარგად დავნამოთ სათითაოდ ყველა ალუბლის სიროპით და გავაჩეროთ ერთი 10 წუთი.
შემდეგ დავდოთ პრველი ფენა ტორტის თეფშზე, წავუსვათ შოკოლადის კრემი, შემდეგ დავალაგოთ ალუბლები. მერე ფენა ბისკვიტს გადავუსვათ ნაღების კრემი და დავაფაროთ ალუბლებს ნაღებით ქვევით. ზევიდანაც გადავუსვათ ნაღების კრენი და დავადოთ მესამე ფენა ბისკვიტი. ტორტს ზევიდან და გვერდებზეც გადავუსვათ ნაღების კრემი, გავასწოროთ დანით და მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, გახეხილი შოკოლადით და ალუბლებით. ტორტი შევინახოთ მაცივარში და კარგად გავაციოთ.
გემრიელად მიირთვით!