ალუბლის ტორტი ფრანგული კრემით პატისიერ
ალუბლით რაც არ უნდა მოამზადო, ყველაფერი გემრიელია. ალუბლის ნამცხვრები კი უბრალოდ შეუდარებელია. დღეს ვამზადებთ ბისკვიტს ალუბლით და ფრანგული მოხარშული კრემით.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
3 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
200 გ არაჟანი
1,5 ჭიქა ფქვილი
სოდა ძმრით
ვანილი
ფრანგული მოხარშული კრემისთვის:
დაგვჭირდება:
500 მლ რძე 5 კვერცხის გული 100 გრ შაქრის პუდრა
30 გრ ფქვილი 30 გრ სახამებელი ვანილი დანის წვერზე
100 გ კარაქი
500 გ ალუბალი
მოვამზადოთ ფრანგული მოხარშული კრემი პატისიერ ჩვენი რეცეპტით.
ალუბალს გამოვაცალოთ კურკები.
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ არაჟანი, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ და ვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გამომცხვრაი ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ სიბრტყეზე სამ თანაბარ ნაწილად.
წავუსვათ პირველ ფენას კრემის მესამედი, დავალგოთ ზევიდან ნახევარი ალუბლები და დავაფაროთ მეორე ფენა. მეორე ფენას წავუსვათ დარჩენილი კრემის ნახევარი, დავალაგოთ დარჩენილი ალუბლები და დავაფაროთ მესამე ფენა. გადავუსვათ ტორტს ზევიდან და გვერდებზე დარჩენილი კრემი და გავაფორმოთ ალუბლებით.
კრემი უკეთ რომ გაუჯდეს, შევდოთ გამზადებული ტორტი 4-6 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირეთით!