ასეთ ამინდში განსაკუთრებით სასიამოვნოა რაღაც ძალიან შინაური, თბილი და გემრიელი. სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი ნამცხვარი თხელი, ფხვიერი ცომით და წვნიანი მოცვის შიგთავსით.
დაგვჭრდება:
255 გ ცივი კარაქი
300 გ ფქვილი
3 ს.კ. შაქარი
1 კვერცხი
მწიკვი მარილი
2 ს.კ. ცივი წყალი
შიგთავსისთვის:
2 ჭიქა მოცვი
2-ს ს.კ. შაქარი
2 ს.კ. სახამებელი
20 გ კარაქი
შაქარის პუდრა
კარაქი და ფქვილი ავკეპოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, კვერცხი და ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი, დავაგორგოლოთ, გადავახვიოთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში 30-40 წუთით.
ამის შემდეგ გავყოთ ცომი ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ ერთიდაახლოებით 3-5 მმ სისქემდე ჩავაფინოთ 26-28 სმ დიამეტრის ფორმაში.
მოცვი, შაქარი და სახამებელი ავურიოთ ერთმანეთს. ეს მასა გავანაწილოთ ცომზე და ზევიდან დავალაგოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. ცომის მეორე ნაწილი ასევე გავაბრტყელოთ, შუაგულში დანით ჯვერედინად დავსეროთ, დავაფაროთ ზევიდან მოცვის შიგთავსს და კარგად დავუმაგროთ კიდეები.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი.
გამომცხვარ და შეგრილებულ ნამცხვარს უხვად მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ასევე, შეგიძლიათ მორთოთ ნაყინის ან ათქვეფილ ნაღების გუნდით და ცოცხალი მოცვით.