ხბოს ხორცი ბოსტნეულით
გემრიელი შინაური კერძი, რომელიც მთელ ოჯახს დაანაყრებს და დააკამყოფილებს.
დაგვჭირდება:
1 კგ რბილი ხბოს ხორცი
4-5 საშუალო თავი ხახვი
3 წითელი და 3 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ცხარე მწვანე წიწაკა
პატარა კონა ქინძი, ოხრახუში და რეჰანი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
გავასუფთაოთ და დავჭრათ ხორცი, მსხვილად დავჭრათ ხახვი და ბულგარული წიწაკა.
ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ნაწილ ნაწილ შევწვათ ხორცის ნაჭრები. შემდეგ იგივე ტაფაზე წიწაკა და ხახვი მოვბრაწოთ. იქვე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა.
დავაბრუნოთ ხორცი ტაფაზე, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამოვრთოთ ქურა. დავუმატოთ მარილი, კარგად მოვურიოთ, დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ ასე ერთი 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!