top of page

კენკრას კლაფუტი


კლაფუტი (clafoutis, clafir -შევსება)- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ღვეზელია. კლასიკური კლაფუტი კურკიანი ალუბლისგან მზადდება, მაგრამ მას ასევე სხვა ხილის ან ბოსტნეულისგანაც ამზადებენ. ჩვენ დღეს სხვადასხვა კენკრას გამოვიყენებთ და ძლაინ გემრიელ დესერტს მოვამზადებთ

დაგვჭირდება:

4 კვერცხი

150 გ შაქარი

300 მლ ნაღები (საშუალო ცხიმიანობის)

150 გ კრემჩიზი (ან რიკოტა)

100 გ კარაქი

ვანილი

0,5 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი

1 ს.კ. ლიმნის წვენი და ცედრა

მწიკვი მარილი

3 ს.კ. ალუბლის ლიქიორი

100 გ ფქვილი

400-500 გ კენკრა (ჟოლო, მოცვი, ალუბალი)

შაქრის პუდრა

კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ვანილი, მარილი, გამლღვალი კარაქი, შემდეგ ნაღები და კრემჩიზი. დავუმატოთ ლიქიორი. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, სოდა, ლიმნის ცედრა და წვენი. კარგად მოვურიოთ. ცომი საკმაოდ თხელი გამოვა.

პატარა კერამიკულ ფორმებს კარგად წავუსვათ კარაქი. გავანაწილოთ ხილი და მოვასხათ ცომი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში სანამ არ გაოქროსფერდება.

ოდნავ რომ შეგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა. კლაფუტის თბილიც და გრილიც.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page