top of page

სალათი ისპანახით, ქათმით და ალუბლით


დღეს მოვამზადებთ ძალიან გემირელ და ძალიან სასარგებლო სალათს ალუბლით.

დაგვჭირდება:

2 ქათმის მკერდი

1 მწიფე ავოკადო

ერთი საშუალო კონა ნორჩი ისპანახი

1 ჭიქა ალუბალი

100 გ ნუშის ფოთლები

100-150 გ ყველი ფეტა

2 ს.კ. ყაყაჩოს თესლი (თუ იშოვით)

მარილი

წიწაკების მიქსი

დრესინგისთვის:

1 ლიმნის ცედრა და წვენი

1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

1 ჩ.კ. თაფლი

6 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიაკები. კარგად გავახუროთ ტაფა, მოვასხათ 2 ს.კ.ზეთი, დავუმატოთ ოდნავ კარაქი და შევბრაწოთ ქათმის ფილე ოროვე მხრიდან. შემდეგ კი შევდოთ180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და იქ დავასრულოთ ქათმის მომზადება.

კარგად გავრეცხოთ ისპანახი, დავუმატოთ დაჭრილი ავოკადო, მოვასხათ ლიმნის წვენი. დავუმატოთ დაჭრილი ქათმის ფილე, დაფშვნილი ყველი, კურკაგამოცლილი ალუბალი. ნუშ ოდნავ მოვხალოთ და ისიც დავუმატოთ სალათს.

დრესინგისთვის კარგად ავთქვიფოთ 4 ს.კ. ზეთი, ლიმნის წვენი და ცედრა, მგოგვი, თაფლი. მოვასხათ დრესინგი ჩვენ სალათს და მოვაყაროთ ყაყაჩოს თესლი.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page