შემწვარი კვერები ბეკონით, ჩედარით და კარტოფილით
მოვამზადოთ კვერები კარტოფილის, ყველის და ბეკონის შეგთავსით, შემდეგ კი შევბრაწოთ კარაქში. გამოგვივა საუზმე, ვახშამი ან ლანჩი, რომელიც უფროსებსაც მოეწონება და უმცოსებსაც.
დაგვჭურდება:
500-700 გ ფქვილი
100 მლ ნელ-თბილი წყალი
100 მლ ნელ-თბილი რძე
1 ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
800 გ კარტოფილი
1კვერცხი
1 მოზრდილი თავი ხახვი
100 გ ყველი ჩედარი
4-5 ფირფიტა ბეკონი
100 გ კარაქი
პატარა კნა მწვანე ხახვი
4 ს.კ. ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ. გადავწუროთ. ხახვი დავჭრათ, დავყაროთ ზეთიან ტაფაზე და შევბრაწოთ გავარდისფრებამდე. დავჭრათ და ოდნავ მოვხრაკოთ ბეკონი კარაქში. ნაწილი გადავინახოთ, დანარჩენი დავუმატოთ კარტოფილს, კარგად დავსრისოთ, დავუმატოთ მარილი, შავი წიწაკა, კარამელიზებული ხახვი, ერთი კვერცხი და 70 გ კარაქი. კარგად მოვურიოთ. რომ გაგრილდება, დავუმატოთ გახეხილი ყველი და კიდე კარგად მოვურიოთ.
მოვამზადოთ უნივერსალური კვერების (პელმენების) ცომი: წყალი და რძე ჩავასხათ მოზრდილ ჯამში (შეგიძლიათ მხოლოდ წყალი გამოიყენოთ, მაგრამ ასე უფრო ნაზი და გემრიელი გამოვა), დავუმატოთ მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს საკმაოდ მკვრივი.
გამზადებული ცომი ჯობია დავასვენოთ ერთი 30 წუთი, შემდეგ კი დავიწყოთ კვერების გაკეთება.
ამისათვის, ცომი გავყოთ 4 ნაწილად. ერთ-ერთი დავახვიოთ, მივცეთ ძეხვის ფორმა, დაახლოებით 2სმ დიამეტრით. დანარჩენი ცომი დროებით გადავდოთ, გადავაფაროთ მას ჩაის ტილო.
ეს ჩვენი ძეხი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, კარგად ამოვავლოთ ფქვილში და გავაბრტყელოთ თანაბრად, დაახლოებით 2მმ სისქის რგოლებად.
ჩაის კოვზით დავდოთ ჩვენ კვერებზე შიგთავსი და შევახვიოთ.
კვერები პორციებად მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში(ამოტივტივების შემდგე, დაახლოებით 3-5 წუთი გავაჩეროთ და მზადაა).
მოხარშული კვერები ამოვალაგოთ გაშლილ თეფშზე . ცოტა რომ შეგრილდება, ოდნავ მოვბრაწოთ კარაქში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მსვანე ხახვი და გადანახული მობრაწული ბეკონი. ასევე, ძალიან უხდება არაჟანი.
შეგიძლიათ შეინახოთ კვერები მაცივარში და შებრაწოთ ისინი მოგვიანებით.
გემრიელად მიირთვით!