top of page

შვედური კენკრის ჯემი

ნახევარი საათიც არ დაგვჭირდება შვედური კენკრის ჯემის მოსამზადებლად. სამაგიეროდ, ზამთარში ჩაის დროს ბევრჯერ გვასიამოვნებს. ამის გარდა, ზოგიერთ ხორცის თუ ყველის კერძთანაც ძალიან გემრიელია.

დაგვჭრდება:

1 კგ წითელი მოცვი ან მოცხარი

600 გ შაქარი

2-3 ღერი ბეგქონდარა ან როზმარინი (მოცხარს როზმარინი უფრო უხდება; ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი, კარდამონი, ანისის ვარსკვლავი ან სხვა სანელებლები, თქვენი გემოვნებით)

გადავარჩიოთ და გავრეცხოთ კენკრა, დავუმატოთ ბეგქონდარა და დავდგათ საკმაოდ მაღალ ცეცხლზე. როგორც კი გამოყოფს წვენს და ეს წვენი დუღილს დაიწყებს, დავუწიოთ ცეცხლს, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ 10 წუთი. ამის შემდეგ კარგად მოვურიოთ და კიდე 5-10 წუთი ვხარშოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ შაქარი და კიდე მოვურიოთ ხის კოვზით. თან ვეცადოთ, რომ არ დავაზიანოთ მთელ-მთელი კენკრა. შაქარი სრულად რომ გადნება, ჩავასხათ ჯემი ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page