top of page

ქათამი მედიტერანულად


დღეს მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და საინტერესო კერძი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.

ქათამი მედიტერანულიად სადღესასწაულო ან ოჯახური შეკრების ერთ-ერთი მთავარი კერძია ამ ქვეყნებში. რაღაცით ჩვენ ჩახოხბილს წააგავს, მაგრამ განსხვავებული ინგრედიენტების გამო სხვა, ძალიან საინტერესო გემოები და არომატები აქვს.

დაგვჭრდება:

1 მთლიანი ქათამი (ან შეგილიათ გამოიყენოთ მხოლოდ ბარკლები თავის გადანახსენით, 6 ცალი )

200 გ ჩარი პომიდორი

4 მოზრდილი მწიფე რბილი პომიდორი

2 თავი ხახვი

200 გ წითელი მოცხარი

3 კბილი ნიორი

1 ლიმონი

4 ღერი ნორჩი ბეგქნდარა

1ქილა მწვანე ზეთის ხილი (უკურკო)

1 ჩ.კ. პაპრიკა

მარილი

0,5 ჩ.კ. წიწაკების მიქსი (უმჯობესია მთელ-მთელი მარცვლები გამოიყენოთ)

1 დაფნის ფოთოლი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

200 მლ მშრალი თეთრი ღვინო

ქათამი გავასუფთაოთ და დავჭრათ. თუ მხოლდო ბარკლებს გამოვიყენებთ, მაშინ ბარკლები და გადანახსენი არ განვაცალკაოთ.

ხახვი და ლიმონი დავჭრათ თხელ რგოლებად.

სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი და მოვთუშოთ 5 წუთი. დავუმატოთ ქათმის ნაჭრები და შევბრაწოთ, სანამ არ გაოქროსფერდება.

დავუმატოთ გახეხილი კანგაცლილი მწიფე პომიდორი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ, დავუმატოთ ზეთის ხილი, ერთი ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი და ვთუშოთ ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 45 წუთი.

ამის შემდეგ, ჩავასხათ ღვინო, დავუმატოთ დაჭრილი ლიმონი, დაფნის ფოთოლი, პაპრიკა, ბეგქონდარა, დაჭყლეტილი ნიორი და წიწაკების მიქსი. ერთ 15 წუთში დავუმატოთ მთელ-მთელი პომიდორი ჩერი და წითელი მოცხარი, მარილი. დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ კიდე ერთი 5-10 წუთი. ჩვენი ხმელთაშუა ზღვის არომატებით გაჟღენთილი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page