top of page

მწვანე გასპაჩო


ცივი სუპების სეზონიც დადგა. წითელი გასპაჩო ჩვენ უკვე მოვამზადეთ, დღეს მწვანე გასპაჩოს ჯერია.

დაგვჭირდება:

1 ნაჭერი გუშინდელი თეთრი პური

2 კიტრი

1 მწვანე ბულგარული წიწაკა

1 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხრახუში

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. თეთრი ღვინო

0,5 ჭიქა ცივი წყალი

1 ს.კ. დაქუცმაცებული ნუში

მარილი

შავი წიწაკა

ყინული

პურს მოვაშოროთ კანი და დავალბოთ წყალში. შემდეგ გავწუროთ.

კიტრი გავთალოთ და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ბულგარული წიწაკა, ოხრახუში. დავაბლენდეროთ ერთად პური, კიტრი, ოხრახუში, ნიორი, ბულგარული. შემდეგ დავუმატოთ ღვინო, ზეთი და წყალი. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ჩავყაროთ ყინული და შევდოთ ერთი 30-40 წუთით მაცივარში.

შემდეგ გავანაწილოთ პორციებად და მოვრთოთ წვრილად დაჭრილი კიტრით, დაქუცმაცებული ნუშით და მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page