ქათმის კოტლეტები
გემრიელი და მსუბუქი ქათმის კოტლეტები ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა.
დაგვჭრდება:
1 კგ ქათმის ფილე
1 თავი ხხვი
1 ფრანგული ბატონი (მომცრო ზომის თეთრი ბატონი)
300 მლ საშუალოდ ცხიმიანი ნაღები
50 გ კარაქი
2 კვერცხი
მარილი
წიწაკების მიქსი
საფანელი
ჩავალბოთ ფრანგული ბატონი ნაღებში, შემდეგ კარგად გავწუროთ. ქათმის ფილე გავატაროთ ხახვთან ერთად და შევურიოთ გაწურული ბატონი. დავუმატოთ ფარშს დამდნარი კარაქი და 2 კვერცხი, შემდეგ მარილი და წიწაკები. კარგად მოვურიოთ.
გამოვძერწოთ მრგვალი, ლამაზი კოტლეტები, კარგად ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარაქში, სქელძირიან ტაფაზე. ვწვავთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 5-5 წუთი ორივე მხრიდან. ამის შემდეგ, შევდოთ კოტლეტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდე 10 წუთით. (ან შევწვათ თავდახურულ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი ორივე მხრიდან და ამ შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება ღუმელში კოტლეტების გამოცხობა).
გემრიელად მიირთვით!