კიტრის სალათი გერმენულად
მსუბუქი საზაფხულო სალათი, რომელიც ძალიან პოპულარულია გერმანიაში.
დაგვჭირდება:
2 მოზრდილი კიტრი
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
1 ჩ.კ. შაქარი
0,5 ჩ.კ. მარილი
შავი წიწაკა
200 გ არაჟანი ან ნეიტრალური იოგურტი
პატარა კონა კამა
კიტრი დავჭრათ რაც შეიძლება თხელ რგოლებად. ძმარი, შაქარი, მარილი და წიწაკა ერთმანეტშ ავურიოთ და მოვასხათ კიტრს. გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში ერთი ნახევარი საათით. კიტრი გაიჟღინთება არომატებით.
შემდეგ გამოვიღოთ კიტრი მაცივრიდან, გადავწუროთ გამოყოფილი წვენი, მოვასხათ არაჟანი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და კარგად მოვურიოთ.
Guten Appetit!
P.S. მე ამ სალათს ხშირად ერთ თავ თხელ რგოლებად დაჭრილ ხახვს და ერთ პომიდორსაც ვუმატებ ხოლმე და ასევე ძალიან გემრიელი გამოდის