ნამცხვარი ნაღების კრემით და კენკრით
დღეს მოვამზადებთ ძალიან მარტივ და ძალიან გემრიელ საზაფხულო ბისკვიტს ათქვეფილი ნაღებით და კენკრით.
175 გ შაქარი
200 გ რბილი კარაქი
4 კვერცხი
სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი
ვანილი
200 გ ფქვილი
შანტილიკრემისთვის :
250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
ვანილი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
300 გ კენკრა (მარწყვი, მაყვალი, ჟოლო, მოცხარი)
კარგად გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ ვანილი, სოდა, ლიმონს წვენი, მწიკვი მარილი. კიდე გავთქვიფოთ და შევურიოთ ფქვილი. გამოვაცხოთ ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.
ავთქვიფოთ ცივი ნაღები კარგად და დავუმაოთ ვანილი და შაქრის პუდრა. შევდოთ კრემი მაცივარში.
ამასობაში, დავჭრათ ხილი. ყველაზე ლამაზი და საღი გადავინახოთ მოსართავად.
კარგად გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ სიბრტყეზე. შევურიოთ ნაღების კრემს დაჭრილი ხილი და წავუსვათ ეს კრემი ერთ ფენას. მეორე კი დავაფაროთ. ზევიდან უხვად მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ გადანახული ხილით.
გემრიელად მიირთვით!