top of page

გამომცხვარი ორაგულის ფილე წითელი მოცხარით


ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგვჭრდება:

300 გ ორაგულის ფილე

100-150 გ წითეი მოცხარი

1 პატარა თავი ხახვი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ბალზამიკო

პატარა კონა ბაზილიკი

მარილი

თეთრი წიწაკა

სალათის ფოთლების მიქსი

კარგად გავრეცხოთ და გავარჩიოთ მოცხარი, ცოტა ცალკე გადავინახოთ, დანარჩენი დავსრისოთ, შევურიოთ რგილებად დაჭრილი ხახვი, ბაზილიკი, ბალზამიკო და ჩავდოთ ამ მარინადში ორაგული. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში 2-4 საათით.

ამის შემდეგ ამოვიღოთ თევზი მარინადიდან და გამოვაცოხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.

გამომცხვარი ორაგული მოვათავსოთ სალათის ფოთლებზე და მოვაყაროთ ზევიდან გადანახული მოცხარი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page