თბილი სალათი ქათმის ღვიძლით და კვერეცხით პაშოტი
ვაგრძელებთ ქათმის ღვიძლის თემას და შემდეგი, რაც მინდა შემოგთავაზოთ ეს ძალიან გენრიელი, მსუბუქი და თან ნოყიერი სალათია, რომელიც არაჩვეულებრივი ლანჩი იქნება.
დაგვჭირდება:
500 გ პომიდორი ჩერი
700-800 გ ქათმის ღვიძლი
ერთი კარგი კონდა სალათების მიქსი
4 კვერცხი
2-3 ტკბილი ბულგარული წიწაკა
1 თავი წითელი ხახვი
დრესინგისთვის:
1 ჩ.კ. თაფლი
1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
2 ს.კ. ბალზამიკო
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
კვერცხი პაშოტი- ფრანგების ტრადიციული და საყვარელი საუზმე, ჩვენც არაერთხელ მოვამზადეთ. მაინც გავიხსენოთ: მომცრო ზომის ქვაბში ვასხავთ წყალს, ვადუღებთ, ვასხავთ შიგ ძმარს, ვყრით მწიკვ მარილს, ცეცხლს ვუწევთ მინიმუმამდე, ვურევთ და ზუსტად შუაგულში ფრთხილად ვახლით კვერცხს. ზუსტად 1 წუთში გამოვრთოთ ქურა და კვერცხი კიდე 10 წუთი დავვტოვოთ წყალში. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ პაშოტის მომზაების დროს - კვერცხი ძალიან ახალი უნდა იყოს.
ღვიძლი კარგად გავრეცხოთ, და შევწვათ კარგად გახურებულ ტაფაზე, ზეთში. რომ მომზადდება, მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკების მიქსი.
ცალკე ტაფაზე მოვთუშოთ ზეთში ტკბილი წიწაკა. რომ დარბილდება, მზადაა.
დრესინგისთვის კარგად ავურიოთ ერთმანეთს დჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, ცოტა მარილი და წიწაკების მიქსი.
სალთის ფოთლები მოვათავსოთ ერთად, იქვე მივუმატოთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ორად (ან ოთხად, თუ მოზრდილია) გაჭრილი პომიდორი ჩერი. ფრთხილად ამოვურიოთ. შემდეგ დავალაგოთ ზევიდან ტკბილი წიწაკა, შემწვარი ღვიძლი და კვერცხი პაშოტი. პაშოტი ოდნავ ჩავჭრათ. და ბოლოს მოვასხათ ჩვენ სალათს დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!