ფენოვანი ტარტინკები ლიმნის კრემით და ხილით
ამ უგემრიელესი ტარტინკების მოსამზადებად ვამზადებთ ორნაირ ინგლისურ კრემს- ლიმნის და მოხარშულს, შემდეგ კი შევურევთ ერთმანეთს.
დაგვჭირდება:
1 შეკვრა ფენოვანი ცმონი
შაქრის პუდრა
500 გ სხვადასხვა კენკრა
ლიმონის კრემისთვის:
2 კვერცხი
100 გ შაქარი
2 ლიმონი
50 გ კარაქი
ვანილი
მოხარშული კრემისთვის:
500 მლ რძე
2 კვერცხი
150 შაქარი
1 ს.კ. სახამებელი
1 ს.კ. ფქვილი
ვანილი
100 გ კარაქი
მოვამზადოთ ლიმონის კრემი: კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.
მოვამზადოთ მოხარშული კრემი: ავადუღოთ რძე. ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, შემდეგ დავასხათ ადუღებული რძე, კარგად მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვურიოთ გამუდმებით. რომ წამოდუღდება, გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ ვანილი. გავაგრილოთ კრემი.
კარგად ავთქვიფოთ 100 გ კარაქი და შევათქვიფოთ მოხარშული და ლიმონის კრემი. შევდოთ მაცივარში.
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ პატარა ტარტინკები. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 101-5 წუთი.
გაგრილებულ ტარტინკებს წავუსვათ კრემი და დავალაგოთ ზევიდან ხილი. მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!