top of page

ქათმის კოტლეტები ბეკონით


ჩვენი გუშნდელი ქათმის კოტლეტები დღეს ოდნავ განსხვავებულად მოვამზადოთ. დავუმატოთ მათ ბეკონი, რაც კიდე უფრო გაამდიდრებს ჩვენ ნაზ და ჰაეროვან კოტლეტებს არომატებით.

დაგვჭრდება:

1 კგ ქათმის ფილე

2 თავი ხხვი

100 გ ბეკონი

1 ფრანგული ბატონი (მომცრო ზომის თეთრი ბატონი)

300 მლ საშუალოდ ცხიმიანი ნაღები

1 კვერცხი

მარილი

შავი წიწაკა

საფანელი

კარაქი

სურვილისამებრ, მწვანილი (ოხრახუში, კამა, ქინძი)

ჩავალბოთ ფრანგული ბატონი ნაღებში, შემდეგ კარგად გავწუროთ.

კარაქში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ ბეკონი.მოვთუშოთ ერთად. გავაგრილოთ.

ქათმის ფილე გავატაროთ მოთუშულ ხახვთან ერთად და ბეკონთან ერთად. ცხიმი, რომელშიც შვეწვით ხახვი, ასევე დავუმატოთ ფარშს. შევურიოთ გაწურული ბატონი. დავუმატოთ ფარშს კვერცხი, შემდეგ მარილი და წიწაკა. კარგად მოვურიოთ.

გამოვძერწოთ მრგვალი, ლამაზი კოტლეტები, კარგად ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარაქში, სქელძირიან ტაფაზე. ვწვავთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 5-5 წუთი ორივე მხრიდან. ამის შემდეგ, შევდოთ კოტლეტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდე 10 წუთით. (ან შევწვათ თავდახურულ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი ორივე მხრიდან და ამ შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება ღუმელში კოტლეტების გამოცხობა).

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page