ვახშამზე მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი სკოთი და არაჟნით- ძალიან გემრიელი კერძი და თან ძალიან მარტივი.
დაგვჭირდება:
800 გ ქათმის ღვიძლი
500 გ შამპინიონი2 თავი ხახვი
500 გ არაჟანი
250 გ ნაღები (18-20%)
50 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
ღვიძლი კარგად გავრეცხოთ, ერთი საათით ჩავდოთ რძეში, შემდეგ გავავლოთ და შევწვათ კარაქში, შედარებით მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.
იგივე ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი. რომ შეიბრაწება, დავუმატოთ დაჭრილი შამპინიონი, ავუწიოთ ცეცხლს და ვთუშთ, სანამ არ აორთქლდება სითხე, რომელსაც შამპინიონი გამოყოფს.
ყველაფერი მოვათავსოთ ერთად, დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა, შემდეგ არაჯანი და ნაღები და ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.
სურვილისამებრ, მოვაყაროთ ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გარნირად კი ყველაზე მეტად შემწვარი კარტოფილი მოუხდება.