top of page

ქათმის ღვიძლის პაშტეტი


ქათმის ღვიძლი მდიდარია A, C, და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე მასში იოლად მოსანელებელი ცილა, ფოლის მჟავა, რკინა და კიდე ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩემი მეგობრების თქხოვნით დღევანდელ დღეს ქათმის ღვიძლს მივუძღვნით და რამდენიმე ძალიან გემრიელ და თან ძალიან სასარგებლო კერძს შემოგთავაზებთ.

დილა პაშტეტით დავიწყოთ. სანამ რეცეპტურას მივყვებით, ერთი რჩევა გაითვალისწინეთ. კარგად გარეცხილი ღვიძლი მომზადების წინ ერთი საათით რძეში ჩავდოთ. რძე ამოიღებს ყველა იმ მავნე ნივთიერებას, რომელიც ღვიძლში დაგროვდა. ამის შემდეგ, გავავლოთ ღვიძლის ცივი წყალი და დავიწყოთ მომზადება.

დაგვჭირდება:

1 კგ ქათმის ღვიძლი

2 მოზრდილი თავი ხახვი

1 საშუალო სტაფილო

150 მლ 33% ნაღები

200 გ კარაქი

2-3 კბილი ნიორი

100-150 მლ პორტვეინი (ან 50 მლ კონიაკი)

ზეითუნის ზეთი

0,5 ჩ.კ. მუსკატი

3-4 ღერი ბეგქობდარა (ან 0,5 ჩ.კ.ხმელი)

მარილი

წიწაკების მიქსი

ქათმის ღვიძლს მოვაშოროთ ზედმეტი ძარღვები. ხახვი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. მოვთუშოთ ხახვი და სტაფილო ზეთში დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ მუსკატი, ბეგქონდარა, ნიორი, მარილი. დავუმატოტ ბოსტნეულს ღვიძლი და ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ კი ჩავასხათ პორტვეინი და ვთუშოთ დაახლოებით 15-20 წუთი, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. ამის შემდეგ, დავუმატოთ ღვიძლს ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. მასა ცოტა რომ შეგრილდება, გადავწუროთ. წვენი შევინახოთ.

მასა დავაბლენდეროთ და თან გავაზავოთ გადანახული წვენით სასურველ კონსისტენციამდე.

გაგრილებულ პაშტეტს შევურიოთ კარგად ათქვეფილი დარბილებული კარაქი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page