ქათმის ღვიძლის სოტე ვაშლით
სოტე (sauter), ისევე, როეორც ბევრი სხვა ტერმინი კულინარიაში ფრანგული სიტყვიდან მოდის და ახტომას ნიშნავს. სოტე- კერძის მომზადების განსაკუთრებული ხერხია. ინგრედიენტებს ღრმა ტაფაზე საშუალოს მაღალ ცეცხლზე წვავენ და ამ ტაფას ხშირ-ხშირად ამოძრავებენ(შეანჯღრევენ) ისე, რომ ინგრედიენტები ახტუნავდენ, კარგად შეერიონ ერთმანეთს და ყველა მხრიდან დაიბრაწონ.
ჩვენი დღევანდელი სოტეს მთავარი გმირი ისევ ქათმის ღვიძლია. მას ვაშლთან და კონიაკთან ერთად მოვამზადებთ და მივიღებთ ძალიან საინტერესო კერძს არაჩვეულებრივი არომატებით.
დაგვჭირდება:
500 გ ქათმის ღვიძლი
2-3 ვაშლი
1 თავი ხახვი
3 ს.კ. შაქარი
მარილი
შავი წიწაკა
70 გ კარაქი
50 გ კონიაკი
ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და მოვთუშთ კარაქში. შემდეგ დავუმატოთ შაქარი და დაველოდოთ კარამელიზაციას (უნდა გაოქროსფერდეს) და
დავუმატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი. ვთუშოთ 2 წუთი.
დავუმატოთ ქათმის ღვიძლი და შევბრაწოთ, თან ტაფა პერიოდილად შევანჯღრიოთ ხოლმე. ერთ 5 წუთში დავუმატოთ კონიაკი და მოვახდინოთ მისი ფლომბირება (წავუკიდოთ ცეცხლი).
ალკოჰოლი რომ აორთქლდება და ცეცხლი ჩაქვრება, ვთუშოთ ყველაფერი ერთად კიდე ერთი 3 წუთი, ბოლოს კი დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!