წითელი მოცხარის ცხარე სოუსი პიტნით
წითელი მოცხარის კიდე ერთი სოუსი, რომელსაც ზამთარშიც გამოვიყენებთ ხორცის და ფრინველის კერძებთან ერთად.
დაგვჭირდება:
500 გ წითელი მოცხარი
100 მლ მშრალი წიღელი ღვინო
100 გ შაქარი
1 პატარა ცხარე წიწაკა
3 ცალი მიხაკის ბუტონი
1 ანისულის ვარსკვლავი
1 ფორთოხლის ცედრა და წვენი
10 ფოთოლი პიტნა
მოცხარი დავაბენდეროთ, დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და ცედრა, სპეციები, შაქარი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი. თან ვურიოთ.
შემდეგ დავუმატოთ პიტნა, მარილი და წიწაკა, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. წომ წამოდუღდება, სოუსი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!