top of page

ბალზამიკო-საქონლის სტეიკის სალათი


რიბაი- მარმარილოს საქონლის სტეიკია, განსაკუთრებულად ხორციანი, გემრიელი და ნაზი. ჩვენ ამ სტეიკს სალათისთვის გამოვიყენებთ და მივიღებთ კერძს, რომელიც არაჩვეულებრივი იქნება ლანჩისთვისაც და ვახშამისთვისაც.

დაგვჭირდება:

2 ნაჭერი რიბაი სტეიკი

500 გ პომიდორი ჩერი

1 კონა სალათი რომენი

4 კვერცხი

150 გ თხის ყველი (შავრუ ან ნებისმიერი სხვა)

200 გ ნორჩი მწვანე ლობიო (ქილის ან გაყინული)

100 გ ნიგოზი ან პეკანი

1 კბილი ნიორი

0,5 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

2 ს.კ. ბალზამიკო

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

კბერცხი მაგრად მოვხარშოთ, ლობიო ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე, ზეთში. პეკანიც ოდნავ მოვხალოთ მშრალ რაფაზე.

იდეალურად შემწვარი რიბაისთვის გვჭირდება ოთახის ტემპერატურის ხორცი.

ხორცს კარგად მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, გადავუსვათ ზრითუნის ზეთი, გავაჩეროთ ერთი 15 წუთი და შევწვათ გახურებულ გრილის ტაფაზე 2-2 წუთი ორივე მხრიდან. ხორცი ყველა მხრიდან შემწვარი უნდა იყოს, წვნიანი და ნაზი რომ გამოვიდეს.

ამის შემდეგ გადავდოთ ხორცი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გრილზე და ვაცხოთ 10 წუთამდე. გამოგვივა უგემრიელესი საშალოდ შემწვარი სტეიკი (მედიუმი).

გამზადებული სტეიკი ცოტა დავასვენოთ. ამასობაში ავაწყოთ სალათი: შეგვიძლია ავყრიოთ ინგრედიენტები ერთმანეთს, მაგრამ მე გთავაზობთ თეფშზე ჯერ დავალაგოთ ხრაშუნა სალთი რომენის ფოთლები, შემდეგ კი რიგ-რიგობით ჯერ მცხვილად დაჭრილო კვერცხი, შემდეგ ორად გაყოფილი პომიდორი ჩერი, ლამაზ, მომცრო ნაჭრებად დაჭრილი სტეიკი, დაფშვნილი ყველი და ბოლოს- ნორჩი ლობიო და პეკანი.

დრესინგისთვის კარგად ავურიოთ ერთმანეთს მდოგვი, ზეთი, ბალზამიკო, დაჭყლეტილი ნიორი და ხმელი ბაზილიკი. დავუმატოთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ სალათს.

გემირელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page