top of page

დონატები ნაყინის კრემით


როგორც ვთქვით, ზაფხული ნაყინის გარეშე არ არსებობს. და თუ ამ ნაყინს რამე ძალიან გემრიელში მოვათავსებთ?
დღეს ჩვენ ყველა ბავშვის და ბევრი უფროსის გულს მოვიგებთ და მოვამზადებთ დონატებს ნაყინის კრემით.
დაგვჭირდება:
320 მლ რძე
2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
130 გ შაქარი
600-700 გ ფქვილი
2 კვერცხი
ვანილი
მწიკვი მარილი
70 გ კარაქი
თეთრი მინანქრისთვის:
1 ჭიქა შაქრის პუდრა
2 ლიმნის წვენი
100 მლ რძე და კარაქი ერთად დავადგათ დაბალ ცეცხლზე და კარაქის გალღვობამდე გავაჩეროთ. დავუმატოთ შაქარი, მარილი, შემდეგ დანარჩენი ცივი რძე. შევამოწმოთ მიღებული მასის ტემპერატურა (უნდა იყოს თბილი, მაგრამ არ უნდ აიყოს ცხელი). ჩავამატოთ საფუარი და 2 ს.კ. ფქვილი და მოვურიოთ. რამდენიმე წუთში საფუარი ამოძრავდება, ამოფუვდება. დავამატოთ კვერცხი, ვანილი და კარგად მოვურიოთ.
ცალკე მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ დანარჩენი ფქვილი და დავუმატოთ საფუარიანი მასა. მოვზილოთ ცომი. ხელს არ უნდა ეკრობოდეს. შევფუთოთ და დავტოვოთ თბილ ადგილში 1 საათით ამოსაფუებლად.
დრო რომ გავა, კიდე ერთხელ ჩავზილოთ და გავაჩეროთ ისევ 1 საათით.
ამის შემდეგ, გავაბრტყელოთ ჩვენი ცომი დაახლოებით 1.5სმ სისქემდე. ამოვჭრათ მრგვალი ფორმით დონატები. უფრო მომცრო ზომის ფორმით ამოვაჭრათ ჩვენ დონატებს გულები.
მოვამზადოთ ორი საცხობი ფორმა. ერთზე დავალაგოთ ჩვენი დონატები, მეორეზე -გულები. ეს იქნება მინი-დონატები ან დონატჰოლები, როგორც მათ ჩემი შვილები ეძახიან. დონატები ერთმანეთისგან 3-4 სმ მოშორებით დავალაგოთ, რადგან ღუმელში ისინი კიდე მოიმატებენ ზომაში.
გადავაფაროთ ჩვენ დონათებს ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე 35-45 წუთით ამოსაფუებლად.
გამოვაცოხოთ დონატები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
მოვამზადოთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას, დავამატოთ ნელ-ნელა ლიმონის წვენი, თან კარგად ვურიოთ. მასა რომ გასქელდება,და გახდება ერთგვაროვანი,, მზადაა.
გაგრილებული დონატები გავჭრათ სიბრტყეზე და შუაში წავუსვათ ნაყინის კრემი. შიგთავსისთვის ნებისმიერი მზა ნაყინი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელი გამოვა დონატები ჩვენი რეცეპტით მომზადებული ლიმნის, მაყვლის, ფსტას ან ალუბლის ნაყინით.
გემრიელად მიირთვით!​

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page