top of page

მაყვლის ნაყინი

  • Manana
  • 27 июн. 2016 г.
  • 1 мин. чтения

ზაფხული ნაყინი გარეშე არ არსებობს. ჰოდა, დღეს ჩვენ შინაურ, ძალიან გემრიელ მაყვლის ნაყინს მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

250 მლ რძე

250 მლ ნაღები (33%)

4 კვერცხის გული

5 ს.კ. შაქარი

100-150 გ მაყვალი

1 ლიმნის წვენი

ვანილი

რძე ავადუღოთ და გავაგრილოთ. მაყვალი გავატაროთ თხელ საცერში.

მაყვლის მასას დავუმატოთ ლიმონის წვენი, შაქარი და კარგად ავთქვიფოთ.

დავუმატოთ კვერცხის გულები , ავთქვიფოთ, შემდეგ რძე და ვანილი. კარგად მოვურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ კი კარგად გავაცივოთ.

ცივი ნაღები კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ ცივი მაყვლის მასა.

გადავიტანოთ ეს მასა კონტეინერში და შევდოთ საყინულეში 8-10 საათით. ყინულის კრისტალების დასაშლელად ყოველ ერთ საათში ავთქვიფოთ ხოლმე. ამის შემდეგ გდავიტანოთ ნაყინი ფორმებში და მოვრთოთ მაყვლით.

გემრიელად მიირთვით!

Commentaires

Les commentaires n'ont pas pu être chargés.
Il semble qu'un problème technique est survenu. Veuillez essayer de vous reconnecter ou d'actualiser la page.
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page