top of page

შავი მოცხარის ცხარე სოუსი

ვაგრძელებთ ზამთრისთვის მზადებას და დღეს ვამზადებთ შავი მოცხარის სოუსს, რომელიც ძალიან უხდება ხორცსაც და ბოსტნეულსაც და განსაკუთრებით სასიამოვნოა და ავსებს ზაფხულის არომატებით ცივ ზამთრის დღეებს.

დაგვჭირდება:

400 გ შავი მოცხარი

300 მლ წითელი მშრალი ღვინო

50 გ კარაქი

3 კბილი ნიორი

50 მლ ცხარე ტომატის სოუსი (ჩილი)

2 ს.კ. შაქარი

მარილი

შავი წიწაკა

გადარჩეული და გარეცხილი კენკრა მოვათვასოთ სქელძირიან ქვაბში და დავასხათ ღვინო. საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ ღვინო არ აორთქლდება და ნახევარი მასა არ დარჩება. ამის შემდეგ დავუმატოთ კარაქი, დაჭყეტილი ნიორი, შაქარი. შემდეგ დავუმატოთ ჩილი, მარილი და წიწაკა. კარგად მოვურიოთ, მივიყვანოთ ადიღებმდე და გამოვრთოთ ქურა. მასა სურვილისამბერ შეიძიათ დააბლენდეროთ, გაატაროთ თხელ საცერი ან დატოვოთ ასე.

გადავიტანოთ შუშის ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page