ფსტას ნაყინი სტრაჩიატელა
რადგან გუშინ ნაყინის თემა წამოვიწყეთ, კიდე ორ საოცრად გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
უგემრიელეს იტალიურ ნაყინს შოკოლადის ნატეხებით სტრაჩიატელა ეწოდება. ჩვენ დრეს ორ ძალიან გემირიელ გემოს გავაერთიანებთ და მოვამზადებთ ნაყინს შოკოლადის ნატეხებით და ფისტაშკებით.
დაგვჭირდება:
200 გ დარჩეული ფსტა
500 მლნაღები (33%)
400 მლ რძე
150 გ შაქარი
4 კვერცხის გული
100 გ შავი შოკოლადი
ფსტა გავარჩიოთ, შემდეგ დავასხათ ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაახლოებით 4-5 წუთი, შემდეგ კი გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ. იმისთის, რომ ერთგვაროვანი ძალიან ნაზი სტრუქტურა მივიღოთ, შემდეგ ეს მასა გავატაროთ თხელ საცერში.
ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ რძე, შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ მასა არ გასქელდება. თან გამუდმებით უნდა მოვურიოთ. 10 წუთის შემდეგ მასა გავაგრილოთ.
ცივი კვერცხის მასა შევურიოთ ფსტას და კარგად მოვურიოთ.
შოკოლადი დავამტვრიოთ წვრილად და ასევე შევურიოთ ნაყინს.
გადავიტანოთ ნაყინის მასა კონტეინერში და შევდოთ მაცივარში 10 საათით. ყოველ ერთ საათში გამოვიღოთ ნაყინი და ავთქვიფოთ.
გამზადებული ნაყინი გადავიტანოთ ფორმებში, მოვრთოთ ფსტათი, შოკოლადით ან პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!