top of page
Поиск

ბადრიჯანი ნიგვზით და ბროწეულით

  • Manana
  • 27 июн. 2016 г.
  • 1 мин. чтения

ჩვენ საბედნიეროდ განებივრებულები ვართ მრავალფეროვანი ბოსტნეულით და ხილით და მთელი წლის განმავლობაში მივირთმევთ ადგილობრივ სეზონურ ხილს და ბოსტნეულს. ბადრიჯანი ის პროდუქტია, რომელიც პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში გვაქვს. მაგრამ ზაფხულში მას მაიც სულ სხვა გემო აქვს და თან მსუბუქი და გემრიელი კერძები, რომელიც ბარიჯნისგან მზადდება ცხელ სეზონზე განსაკუთრებით სასიამოვნოა.

დღეს მინდა მოვამზადოთ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი და ჩემი აზრით ტოპ-ათეულში შესაყვანი კერძი, ნიგვზიანი ბადრიჯანი. პრაქტიკულად ყველა ოჯახში ამზადებენ ამ კერძს და ყველას თავისი საიდუმლო აქვს. მეც დედაჩემის საიდუმლო რეცეპტს გაგიზიარებთ. დედა ბადრიჯანს მხოლოდ ცოცხალი მწვანილებით კმაზავს, და სიმჟავისთის, არომატისთვის და სილამაზისთვის ძმრის ნაცვლად ბროწეულს უმატებს. მე განსაკუთრებით მომწონს მისი ფხალეულის გემო, არომატი და სიხასხასე. გასინჯეთ და დარწმუნდებით!

დაგვჭირდება:

1 კგ ბადრიჯანი

300 გ ნიგოზი

4-5კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 კარგი კონა ქინძი

1 კარგი კონა შაშკვლავი

3-4 ღერი ქონდარი

3-4 ღერი ნიახური

მარილი

1 ბროწეული

ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ სიბრტყეზე გრძლად და მოვაყაროთ მარილი. გავაჩეროთ ასე 1 საათი რომ გაოვიდეს ზედმეტი სითხე. შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში. გადავდოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ დაიწრიტოს ზედმეტი ზეთისგან.

თუ მომცრო ბადრიჯანს გადააწყდებით, ისიც გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, გაწურეთ და მთელ-მთელიები მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე, ცოტაოდენ ზეთში ან გამოცხეთ ღუმელში.

ნიგოზი და ნიორი დავაბლენდეროთ, ძალიან თხლად დავჭრათ ხახვი, ძალიან წვრილად დავჭრათ მწვანილი, დავუმატოთ მარილი და ხელით კარგად ავსრისოთ ერთად ეს მასა.

გავარჩიოთ ბროწეული და ნახევარი შევურიოთ შიგთავსს.

გამოვტენოთ ამ სიგთვსით ბადრიჯანი და ზევიდანაც მოვაყაროთ ბროწეული.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page