top of page

ნაყინი მთვრალი ალუბლით


მე არ გახლავართ ნაყინის ფანი, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დესერტს გულგრილად ვერასოდეს ვუყურებ. ესეც მეორე რეცეპტი- ჩემი ფავორიტი სახეობა, რომით და ალუბლით.

დაგვჭირდება:

250 მლ რძე

130 გ შაქარი

მწიკვი მარილი

400 მლ ნაღები (35%)

4 კვერცხის გული

ვანილი

ცალკე:

200 გ ალუბალი

3 ს.კ. შაქარი

2 ს.კ. რომი (კონიაკი ან ალუბლის ნაყენი)

რძე, შაქარი და მწიკვი მარილი შევათბოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და ნელ-ნელა შევურიოთ ცხელი რძე. თან სულ ვურიოთ. მივიყვანოთ ეს მასა ადუღებამდე და ვხარშოთ ერთი 5-10 წუთი. მასა უნდა გასქელდეს. დავუმატოთ ვანილი და გავაგრილოთ.

კარგად ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ცივი კრემი. შევდოთ საყინულეში 8-10 საათით.

ალუბალს გამოვაცალოთკურკები და მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ რომი და კარგად მოვურიოთ, შაქარი რომ ბოლომდე დადნეს. ამის შემდეგ შევდოთ ალუბლის მასაც საყინულეში 8-10 საათი.

ორივე მასა ვთქვიფოთ ყოველ საათში ერთხელ. როცა ნაყინი გამზადდება, შევურიოთ ფრთხილად ერთმანეთს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page