top of page

ზაფხულის სეზონის შესანიშნავი აპეტაიზერი


არ ვიცი, თქვენ როგორ, და მე ძალიან მიყვარს სტუმრები. მიყვარს მზადების ყველა ეტაპი: მოფიქრბა, რას მოვამზდებ, შეხამებული, სეზური მენიუს შედგენა, შემდეგ პროდუქტების არჩევა, მერე მომზადება და ბოლოს სტუმრების მასპინძლობა.

განსაკუთრებით მიყვარს მეგობრების ახლო წრე რომ ვიკრიბებით, ღვინოს ვწრუპავთ, რამე გემრიელს ვაყოლებთ და ვსაუბრობთ, ვიხსენებთ, ვკამათობთ, ვხალისობთ.

ჰოდა, შაბათ-კვირას თუ თქვენც გეგმავთ ახლო მეგობრების დაპატიჟებას, გთავაზობთ ერთი-ორი ბოთლი კარგი თეთრი ღვინო მოიმარაგეთ, მაცივარში შედეთ და აი ეს გემრიელი აპეტაიზერი მოამზადეთ.

დაგვჭირდება:

2-3 მწიფე პომიდორი

ერთი კონა რუკოლა

3-4 გუნდა მოცარელა

150-200 გ პროშუტო

1 შეკვრა სატაცური (ერთი 20 ღერი)

1 პატარა ნესვი

1საშუალო ზომის პური ჩიაბატა, ან ფრანგული ბაგეტი

პესტოს სოუსი

მარილი

წიწაკების მიქსი

მოცამზადოთ სატაცური: მდუღარე მარილწყალში მოვწალოთ, შემდეგ კი ტაფაზე ოდნავ მოვხალოთ ცოტაოდენ კარაქში.

ლამას თეფშზე ან სულაც ხის დაფაზე დვალაგოთ მომზადებული სატცური, ორ კონად დავდოთ რუკოლა, რუკოლაზე დავლაგოთ მოცარელა, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, იქვე დავალაგოთ პროშუტო. ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ნესვის რგოლები და ისინიც მივუმატოთ ჩვენ აპეტაიზერებს. პური უხეშად ხელით მოვრეხოთ და ასევე დავალაგოთ ჩვენ დაფაზე. მოვაყაროთ ცოტაოდენი წიწაკა, ალაგ-ალაგ მოვასხთ პესტოს სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page