კლასიკური სოუსი პესტო Pesto alla Genovese
პირველი ჩვენი პესტოს რეცეპტების სიაში კლასიკური ლიგურიული პესტოს რეცეპტია. როგორც უკვე ვთქვით, ყველახზე ცნობილი პესტოს სამშობლო ჩრდილოეთ იტალიაში, ლიგურიის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქი გენუა არის. ზოგადად, ლიგურიულ სამზარეულო გამოირჩევა არაჩვეულებრივი არომატული მწვანილების სიმრავლით. საბედნიეროდ, ჩვენც განებივრებულები ვართ ხასხასა არომატული მწვანილების სიმრავლით, ამიტომ თამამად შევუდგეთ პესტო ალა ჯენოვეზეს მომზადებას.
დაგვჭირდება:
50 გ მწვანე ბაზილიკი
50 გ ყველი პარმეზანი
30 გ ყველი პეკორინო
30 გ ფიჭვის კაკალი
100 მლ ზეითუნის ზეთი
1-2 კბილი ნიორი
მსხვილი ზღვის მარილი
ბაზილიკი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ ქაღალდის ხელსახოცებზე. ბაზილიკის ფოთლები და მარილი ერთად დავნაყოთ, შემდეგ დავუმატოთ ფიჭვის კაკალი ( თუ ვერ იშოვით, კედარის, გირჩის კალები გამოიყენეთ) და ისიც დავნაყოთ, შემდეგ ნიორი. ბოლოს ვუმატებთ გახეხილ პარმეზანს, პეკორინოს და ზეითუნის ზეთს. ყველაფერი ერთად კარგად გავქნათ. მოვათავსოთ მასა შუშის ქილაში, მოვასხთ თხელი ფენა ზეთი და შევინახოთ მაცივარში.
ამ ტექნოლოგიით მომზადებული პესტო უგემრიელესია, მაგრამ თუ სანაყის ნაცვლად ბლენდერს გამოვიყენებთ, ამით ჩვენ პესტოს ბევრს არაფერს დავაკლებთ, საქმეს კი ძალიან გავიადვილებთ. ამ შემთხვევაში ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და დავაბლენდეროთ.
ეს სოუსი იდეალურია პასტასთან ერთად. თუმცა, ბევრს სხვა კერძსაც გააგემრიელებს.
გემრიელად მიირთვით!
P.S. ზეთის რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ იმის მიხედვით, თუ რა სისქის სოუსის მიღება გვსურს