top of page

პესტო პიტნით და ნიგვზით


ძალიან გემრიელია პიტნის პესტო. თან ნამდვილ საგაზაფხულო-საზაფხულო განწყობას ქმნის.

დაგვჭირდება: 1,5 ჭიქა პიტნის ფოთლები

0,5 ჭიქა ბაზილიკი

50 გ ნიგოზი

2 კბილი ნიორი

1 ლიმნის ცედრა და წვენი

100 გ ყველი გრანა პადანო (პარმზანი, პეკორინო)

მსხვილი ზღვის მარილი

წიწაკების მიქსი

100 მლ ზეითუნის ზეთი

ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ, გავაგრილოდ.

პიტნა და ბაზილიკი კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ ქაღალდის ხელსახოცებზე.

ერთად დავაბლენდეროთ მწვანილი, ლიმნის ცედრა და წვენი, ნიგოზი, ნიორი, ყველი, მარილი, წიწაკების მიქსი და ზეითუნის ზეთი.

პასტას, სალათების და ბრუსკეტების გარდა საოცრად გემრიელი გამოდის პიტნის პესტოთი შეკმაზული ხბოს ან ბატკნის ხორცი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page