რუკოლას პესტო ნუშით
ესეც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეცეპტი- რუკოლას პესტო. რუკოლა ძალიან მიყვარს და ჩემი აზრით, მისი თავისებური გემო ნუშთან კომბინაციაში ძალიან უხდება ამ სოუსს.
რუკოლას პესტო განსაკუთრებით უხდება სალათებს და უბრალოდ შეუდარებელია კროსტინი და ბრუსკეტებთან.
დაგვჭირდება:
3 ჭიქა რუკოლას ნაზი ფოთლები
1 ჭიქა ბაზილიკი
1 მოზრდილი კბილი ნიორი
50 გ ნუში
50 გ პარმეზანი, პეკორინო ან გრანა პადანო (შეგიძლიათ სამივე შეურიოთ)
ნახევარი ლიმნის ცედრა და წვენი
70-80 მლ ზეითუნის ზეთი
მსხვილი ზღვის მარილი
წიწაკების მიქსი
გავრეცხოთ და გავაჭროთ რუკოლა და ბაზილიკი.
მწვანილი, ნიორი, ლიმნის ცედრა და წვენი, ნუში და ყველი ერთად კარგად დავაბლენდეროთ. დავუმატოთ მარილი და წიწაკები და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ზეთი, სასურველ სისქემდე.
გადავიტანოთ შუშის ან თიხის ჭურჭელში, დავახუროთ თავსახური და შევდოთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!