შამპინიონის ქუდები პიტნის პესტოს შიგთავსით
კლასიკური შეხამება- პასტა და პესტო, უდავოთ უგემრიელესია, მაგრამ ცოტა ბანალური. ამიტომ ჩვენ დღეს პესტოს სოუსით სრულიად განსხვავებულ კერძს მოვამზადებთ.
დაგვჭრდება:
500 გ შამპინიონი
1 ქილა სოუსი პესტო პიტნით
2 ს.კ. პარმეზანი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მოვამზადოთ პიტნის პესტო ჩვენი რეცეპტით
შამპინიონი კარგად გავრეცხოთ და ამოვაცალოთ ფეხები. გავაშროთ, შემდეგ გამოვტენოთ შამპინიონის ქუდები პესტოს სოუსით, დავალაგოთ ზეთიან ტაფაზე, მოვაყაროთ ზევიდან გახეხილი პარმეზანი და გამოვაცხოთ 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.
გემრიელად მიირთვით!