ხბოს ხორცის რულეტი მწვანე აჯიკის შიგთავსით
აჯიკის რეცეპტები შემოგთავაზეთ და დანაშაული იქნება, თუ ამ არაჩვეულებრივი, მარტივი და ძალიან გემრიელი კერძის მომზადებასაც არ გასწავლით.
ხბოს ხორცის რულეტი მწვანე აჯიკის შიგთავსით უნივერსალური კერძია. ის ერთნაირად გემრიელია როგორც ცივი, აპეტაიზერის სახით, ასევე თბილი, და ამ შემთხვევაში მთავარი კერძის როლს ასრულებს. ეს რულეტი მშვენივრად გამოიყურება სადღესასწულო წუფრაზე და რაც ძალიან მნიშნელოვანია, მის მომზადებას ბევრი დრო და განსაკუთრებული ცოდნა არ სჭრდება. ძირითად სამუშაოს წინა დღეს შევასრულებთ. შემდეგ კი მხოლოდ მისი გამოცხობა დაგვრჩება.
დაგვჭირდება:
1,5-2 კგ ხბოს ხორცი
პატარა ქილა შინაური მწვანე აჯიკა
2-3 კბილი ნიორი
შავი წიწაკა
მარილი
ხორცი კარაგდა გავრეცხოთ და გავჭრათ, გავშალოთ ისე, რომ თხელი, დაახლოებით 2-3 სმ სისქის ფენა მივიღოთ.
ნიორი დავჭყლიტოთ და კარგად გადავუსვათ ხორცს ორივე მხრიდან. მოვაყაროთმარილი და წიწაკა, შემდეგ კი გადავუსვათ აჯიკა და გადავახვიოთ რულეტად. შევკრათ ეს რულეტი სპეციალური კულინატიული ძაფით ან თოკით და გადავახვიოთ პლასტიკში.
შევდოთ ჩვენი რულეთი მთელი ღამით მაცივარში.
მეორე დღეს გამოვიღოთ და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი ნახევარი საათი, შემდეგ კი ფრთხილად მოვაშოროთ პლასტიკი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით.
შემდეგ გადავაფაროთ ჩვენ რულეტს ფოლგა, დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და ვაცხოთ კიდე 2-2,5 საათი. ბოლო 10 წუთი ვაცხობთ ისევ ფოლგის გარეშე.
გამომცხვარი რულეტი დავტოვოთ გამორთულ ღუმელშ ერთი 20 წუთით, შემდეგ კი დავჭრათ და გადავიტანოთ თეფშზე.
გემრიელად მიირთვით!
P.S. ხორცის რულეტი ასევე ძალიან გემრიელია, თუ მას ღორის ხორცით მოამზადებთ და შეკმაზავთ წითელი ნიგვზიანი აჯიკით.