სალათი კაპრეზე პესტო ვერდეს სოუსით
წინა კვირა ჩვენ მწვანე პესტოს (pesto verde) მივუძღვენით. დღეს მოვამზადოთ ცნობილი ირალიური სალათი კაპრეზე მწვანე პესტოთი. ძალიან გემრიელი გამოვა.
დაგვჭირდება:
500 გ პომიდორი ჩერი
200 გ მინი მოცარელა
1 მწიფე ავოკადო
პატარა კონა მწვანე ბაზილიკი
პატარა კონა რეჰანი
ნახევარი ლიმნის წვენი
პესტოს სოუსი (კლასიკური, რუკოლას ან ისპანახის პესტო)
ავოკადი დავრათ და კარგად მოვასხათ ლიმნის წვენი. პომიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე, დავამატოთ ლიმნიანი ავოკადო, მოცარელა, ბაზილიკის და რეაჰანის ფოთლები. მსუბუქად მოვურიოთ და მოვასხათ პესტოს სოუსი.
გემრიელად მიირთვით!