top of page

პასტა პენე ქათმით და წითელი პესტოთი


პესტო როსო ძალიან კარგად ეხამება ქათამს. მვამზადოთ პასტა ქათმით, მოცარელათი და პესტოს სოუსით.

დაგვჭირდება:

500 გ პასტა პენე (შეგიძლიათ სხვა სახის პასტაც გამოიყენოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ რეცეპტს განსაკუთრებით უხდება პენე)

500 გ ქათმის ფილე

150 გ პესტო როსო

200 მლ ნაღები

200 გ ყველი მოცარელა

მარილი

წიწაკების მიქსი

ბაზილიკი (2-3 ჭერი ან 0,5 ჩ.კ. ხმელი)

ზეითუნის ზეთი

ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, გავჭრათ ორად და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან.

პასტა პენე მოვხარშოთ მარილწყალში ალ დენტე. გადავწუროთ, ხოლო ერთი ჭიქა ნახარში წყალი გადავინახოთ.

პესტოს სოუსი გავხსნათ ნახევარ ჭიქა ნახარშ წყალში,მოვასხათ ეს მასა ქათმის ფილეს და ვთუშოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ კი დავუმატოთ ნაჭები, მივიყვანოთ ადუღებამდე. თუ სოუსი სქელია, დავამატოთ კიდე ცოტაოდენი ნახარში წყალი.

გამოვრთოთ ქურა, მოვათავსოთ სოუსში მოხარშული პასტა, დაჭრილი ან გახეხილი მოცარელა, ერთხელ კარგად ამოვურიოთ და მოვაყაროთ ბაზილიკი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page