top of page

პომიდორის ჩირი

პომიდორის ჩირი ხმელთაშუაზღვის კულინარიის ერთ-ერთი მნიშვნელანი ინგრედიენტია. ის თავისთავად ძალიან გემრილია, ამის გარდა, კარგად ეხამება სალათებს, ხორცს, თევზს, პასტას.

საბერძნეთში და იტალიაშ ხშირად პომიდორის ჩირს პურში და ღვეზელების შიგთავსში ამატებენ. რაც მთავარია, ჩირით უგემრიელესი წითელი პესტოს სოუსი მზადდება.

ასევე, ძალიან არომატული და გემრიელია ზეთი, რომელშიც ეს პომიდორი ინახება. ის უხდება სალათებს, პიცას და ბევრს სხვა კერძს.

საუკეთესო პომიდორის ჩირი მზეზე გამშრალი პომიდვრით გამოდის. თუ აგარაკზე ან სოფელშ ისვენებთ, შეგიძლიათ მცხუნვარე ივლისის და აგვისტოს მზეზე გააშროთ პომიდორი, საოცარი ჩირი გამოგივათ. მათ კი ვისაც ამის საშუალება არ გვაქვს, დღეს მარტივად ღუმელში გამომშრალი ჩირის მომზადებას ვისწავლით.

დაგვჭირდება:

1 კგ მწიფე, შედარებით მომცრო ზომის პომიდორი

3 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. მარილი

რამდენიმე ტოტი როზმარინი

რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა

1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო

ზეითუნის ზეთი

პომიდორი კარგად გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, მოვაშოროთ თესლი და დავალაგოთ საცხობ სინზე.

მოვაყაროთ პომიდორს ცოტაოდენი მარილი, ჩავასხათ ყველა ნაჭერში თითო წვეთი ზეითუნის ზეთი და შევდოთ 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გასაშრობად. დაგვჭირდება 6-8 საათი, დამოკიდებული პომიდორის ზომაზე.

პომიდორი შემცირდება ზომაში, გამოშრება, მაგრამ სულ არ უნდა გამოვაშროთ, არ უნდ აგაუხეშდეს.

გამზადებული პომიდორი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.

სუფთა შუშის ქილაში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ თითო ტოტი როზმარინი, ბეგქონდარა, ერთი მწიკვი ორეგანო და ერთი კბილი ნიორი. შემდეგ ჩავალაგოთ შიგნით პომიდორის ჩირი, მერე ისევ ვასხავთ ზეთს, ვამატებთ იგივე სუნელებს და ისევ ვდებთ პომიდორს. ზევიდან მოვასხათ კიდე ზეთი, დავმატოთ დარჩენილი როზმარინი, ბეგქონდარა და ორეგანო, ნიორი და მოვხუფოთ. პომიდორის ფენას სრულად უნდა ფარავდეს ზეთი, ასე ის კარგად შეინახება.

მშრალ, ბნელ ადგილში თუ დავდებთ, დაახლოებით 6 თვემდე კარგად ინახება, მაგრამ გახსნილი ქილა აუცილებლად მაცივარშ უნდა შევინახოთ.

მოხუფული პომიდორი დაახლოებით 2 კვირაში უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ დროსთის ის კარგად შეიწობს ზეთს და სანელებლების არომატებს დაძალიან გემრიელი გახდება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page