პომიდორის ჩირის პესტო
მწვანე პესტოზე (pesto verde) ბევრი ვისაუბრეთ. დღეს კი წითელ პესტოზე (pesto rosso) შევაჩეროთ ყურადღება. ის ასევე ძალიან გემრიელი და პოპულარულია იტალიურ სამზარეულოში და არა მარტო.
წითელი პესტოს რეცეპტიც უამრავი არსებობს. ჩვენ დღეს მოვამზადებთ პესტოს ბაზილიკით, ნუშით და პომიდორის ჩირით, თუმცა თქვენ ინგრედიენტები შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგალითად ჩირი-ცოცხალი პომიდორით, ნუში- ნიგვზით ან სხვა თხილეულით, ბაზილკს კი რუკოლა, ისპანახი და სხვა მწვანილი დაუმატოთ. ყველაფერი თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
დაგვჭრდება:
1 კონა მწვანე ბაზილიკი
1-2 კბილი ნიორი
50 გ ნუში
50 გ პარმეზანი
6-8 ცალი პომიდორის ჩირი
მსხვილი ზღვის მარილი
1 წითელი წიწაკა ჩილი
100 მლ ზეითუნის ზეთი (ან გამოიყენეთ ზეთი, რომელშიც პომიდორის ჩირს ინახავთ)
ნიორი, ბაზილიკი, პარმზანი, ნუში და პომიდორის ჩირი კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, წიწაკა და ნელ-ნელა ზეთი. მივიყვანოთ პესტოს სოუსი სასურველ სისქემდე.
გემრიელად მიირთვით!