ბრუსელის კომბოსტო ლიმნით, ნივრით და პარმეზანით
ამ ბოლო დროს ბრუსელის კმბოსტო ჩვენს ბაზარშიც გამოჩნდა, რაც ძალიან მახარებს. ეს ბოსტნეული ძალიან სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც. დღეს მოვამზადებთ კერძს, რომელიც დაოუკიდებლადაც გემრიელია და გარნირადაც მშვენიერია.
დაგვჭირდება:
500-600გ ბრუსელის კომბოსტო
1 ლიმონი
2-3 კბილი ნიორი
100 გ პარმეზანი
ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
კომბოსტო მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ გადავწუროთ, გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვასხათ ცოტა ზეთი, დავყაროთ ზევიდან კომბოსტო, მოვასხათ ლიმნის წვენი, მოვაყაროთ წიწაკების მიქსი, ლიმნის ცედრა, დაჭყლეტილი ნიორი და გახეხილი პარმეზანი.
გამოვაცხოთ 185-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!