შოკოლადის მინი-კექსები გარგარით
დღეს სარამოს მოვამზადებთ პატარა შოკოლადის ბისკვიტებს გარგარით.
ეს ნამცხვრები შეგიძლიათ ზამთარშიც მოამზადოთ და კონსერვირებული გარგარი გამოიყენოთ, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელი, რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონზე, ახალი ხილით გამოდის.
დაგვჭირდება:
125 გ კარაქი
125 გ შაქარი
3 კვერცხი
2 ს.კ. მაწონი ან არაჟანი
2 ს.კ. კაკაო
სოდა ძმრით
ვანილი
150-200 გ ფქვილი
დაახლოებით 8 ცალი გარგარი
შაქარის პუდრა
რბილი კარაქი და შაქარი კარგად გავქნათ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი და ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი და კაკაო. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ფქვილი. მოვურიოთ.
კექსების ფორმებს კარგად წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი. შემდეგ ჩავასხათ ცომი ისე, რომ 1/3 დაფაროს ფორმა. სათითაოდ ყველა ფორმაში ჩავდოთ ნახევარი გარგარი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებუოლ ღუმელში გამოსაცხობათ. დაახლოებით 25 წუთში ჩვენი კექსები მზად იქნება.
გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!