პასტა ალა სიცილიანა
- 7 июл. 2016 г.
- 1 мин. чтения

პასტა ალა სიცილიანა, იგივე პასტა ალა ნორმა- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიცილიური კერძია. ყველა სიცილიელი დიასახლისი, რა თქმა უნდა, თავიანთი საიდუმლო რეცეპტით ტრაბახობს. ამ დროს, პასტას მოსამზადებლად სრულად ჩვეულებრივი, მარტივი ინგრედიენტები დაგვჭირდება.
ამ კერძს გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორის, ბელინის ოპერის "ნორმას" საპატივცემულოდ დაერქვა სახელი. ამბობენ, როდესაც სიცილიელმა მწერალმა ნინო მარტოლიომ კერძი გასინჯა, სიმაოვნებისგან წამოიძახა: "ნორმა!" კერძი ისეთივე სრულყოფილია, როგორიც დიდი კომპოზიტორის ცნობილი ოპერაო.
ჩვენც შევუდგეთ კერძს მომზადებას, თან მოვუსმინოთ საოცარ მარია კალასს, რომელიც ხშირად ამბობდა, "ნორმა" ჩემთვისაა დაწერილი, ეს ჩემი ოპერააო.
დაგვჭირდება:
500 გ პასტა
1 თავი ხახვი
1 კონა ბაზილიკი
2 საშუალო ბადრიჯანი
600-700 გ მწიფე პომიდორი
150 გ მყარი რიკოტა (ან ნებისმიერი სხვა ყველი თქვენი გემოვნებით)
ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ბადრიჯანი დავჭრათ მომცრო ზომაზე და მოვაყაროთ მსხვილი მარილი. დავტოვოთ ასე ერთი 40 წუთი. შემდეგ დაგავწუროთ და შევწვათ ზეთში. გადავდოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ გაშრეს.
წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კანგაფცქვნილი პომიდორი. ვთუშოთ სოუსი ერთი 15 წუთი. თან ხშირ-ხშირად ვურიოთ. ამის შემდეგ დავაბლენდეროთ მასა და ისევ დავდგათ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ვთუშოთ კიდე ერთი 20-25 წუთი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი და რომ ადუღდება, გამოვრთოთ ქურა.
მოვხარშოთ პასტა ალ დენტე.
ბადრიჯანი აცავდოთ პომიდვრის სოუსში და მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ მოხარშული პასტა, ერთხელ ამოვურიოთ და გადმოვიღოთ თეფშზე. მოვაყაროთ რიკოტა და მოვრთოთ ბაზილიკის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии