top of page

საზაფხულო კროსტინის 6 ვარიანტი


დღეს მოვამზადებთ კროსტინის სვხადასხვა უგემრიელესი შიგთავსით. ეს მშვენიერი სენდვიჩები შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზეც, ლანჩზეც, ან საღამოს მეგობრებთან ერთად ღვინოს ან კოკტეილებს მიაყოლოთ. ლამაზია, მარტივი და ძალიან გემრიელი.
დაგვჭირდება:
1ფრანგული ბაგეტი ან ჩიაბატა
250 გ თხის ყველი
100 გ ყველი ბრი
250 გ რიკოტა ან კრემფრეში
100 გ პროშუტო
1კბილი ნიორი
1 პატარა ქილა სიმინდი
4 ცალი პომიდორი ჩერი
პატარა კონა ბაზილიკი
პატარა კონა რუკოლა
100 გ მოცვი
100 გ ალუბალი
100 გ მარწყვი
2-3 ცალი ლეღვი
1 ატამი
1 ს.კ. თაფლი
1 ს.კ. ნუში
მარილი
წიწაკების მიქსი
ზეითუნის ზეთი
წითელი ღვინის ძმარი
ბალზამიკო
პური დავჭრათ, მოვახათ ოდნავ ზეითუნის ზეთი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით. პური რომ გაოქრსფერდება და ხრატუნა გახდება, გამვიღოთ ღუმელიდან და დავიწყოთ კროსწინის აწყობა.
1. კროსტინი სიმინდით და პომიდორი ჩერით:
თითო ჩაის კოვზი თხის ყველი და კრემჩიზი კარგად დავაბლენდეროთ 1 კბილ ნიორთან და ცოტაოდენ ბაზილიკთან ერთად. პომიდორი გავჭრათ შუაზე და მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, მოვასხთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
პურს წავუსვათ ყველის მასა, შემდეგ დავალაგოთ ზევიდან მოპიდორი და სიმინდის მარცვლები, ზევიდან კი მოვრთოთ ბაზილიკით.
2. კროსტინი მოცვით და რიკოტათი:
გაგრილებულ პურს წავუსვათ რიკოტა, ზევიდან დავალაგოთ მოცვი და მოვასხათ თაფლი.
3. კროსტინი ალუბლით და თხის ყველით:
თითო ჩაის კოვზი თხის ყველი და კრემჩიზი კარგად დავაბლენდეროთ, გადავუსვათ პურს. შემდეგ დავალაგოთ ზევიდან კურკაგამოცლილი ალუბალი, მოვასხათ ცოტაოდენი წითელი ღვინის ძმარი და ზეითუნის ზეთი და მვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი.
4. კროსტინი მარწყვით და ყველით ბრი:
დავჭრათ თხლად ყველი ბრი და დავალაგოთ პურზე. ზევიდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი მარწყვი, მოვაყაროთ წიწაკები, მოვასხთ ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. ზევიდან მოვრთოთ რუკოლას ფოთლებით და ცოტაოდენი ნუშით.
5. კროსტინი გრილზე შემწვარი ატმით და თხის ყველით:
ცხელ პურზე დავალაგოთ თხლად დაჭრილი თხის ყველი. ატამი დავჭრათ თხლად და ოდნავ შევწვათ გრილზე. დავალაგოთ ატამი ყველზე, მოვაყაროთ ცოტაოდენი წიწაკები და მოხალული ნუში.
6. კროსტინი პროშუტოთი და ლეღვით:
პურს წავუსვათ თხის ყველი, შემდეგ დავალაგოთ ზევიდან პროშუტოს ნაჭრები, ოთხად გაჭრილი ლეღვი, მოვაყაროთ წიწაკები, მოვასხათ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი და მოვრთოთ ბაზილიკის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page