ფენოვანი ტარტინკები მასკარპონეს კრემით და კენკრით
უგემრიელესი, უმსუბუქესი და ულამაზესი ტარტინკები გამოვაცხოთ. გამზადებულ ფენოვან ცომს თუ შეიძნთ, უმარტივესიცაა.
დაგვჭირდება:
1 შეკვრა ფენოვანი ცომი
250 გ მასკარპონე
250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
100-150 გ შაქრის პუდრა (გააჩნია რამდენად ტკბილი გიყვართ)
1 ლიმნის წვენი და ცედრა
ვანილი
500 გ სხვადასხვა კენკრა
ცომი გავშალოთ და გამოვჭრათ რგოლები თქვენი მინი-ტარტების დიამეტრის ზომაზე. თუ მინი-ტარტების ფორმები არ გაქვთ, მაშნე ერთი დიდი ტარტი მოამზადეთ.
ჩავაფინოთ გამოჭრილი რგოლები ფორმებში და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
სანამ ტარტინკები გრილდება, კარგად ავთქვიფოთ მასკარპნე და შაქრის პუდრა, დავუმატოთ ვანილი, ლიმნის ცედრა და წვენი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს.
ხილი გავრეცხოთ და გავაშროთ.
ტარტინკებს წავუსვათ კრემი, ზევიდან უხვად მოვრთოთ ხილით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
განსაკუთრებული შემთხვევისთხვევებისთვის წინასწარ გამოაცხეთ ან შეიძინეთ მზა მინი მაკარუნები და მორთეთ თქვენი ტარტინკები.
ნამცხვარი მიირთვით მომზადებისთანავე. დროთა განმავლობაშ ის კარგავს ვიზუალს.
გემრიელად მიირთვით!