top of page

Côtelette de volaille, იგივე კიევური კოტლეტი


ფრანგული სამზარეულოს ეს კერძი ჩვენში როგორც კიევური კოტლეტია ცნობილი.

კოტლეტი(cotellette)- ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნეკნებს ნიშნავს. ამ უგემრუელესი კოტლეტების რეცეპტი ფრანგ რესტორატორს, ნიკოლა აპერტს ეკუთვნის. საბჭოთა კავშირის დროს კი ეს ფრანგული კოტლეტები განსაკუთრებული პოლულარობით რესტორან კიევში სარგებლობდენ და მათ კიევური კოტლეტები შეარქვეს. ფრანგული კოტლეტებისგან განსხვავებით, კიევური კოტლეტების მომზადების დროს მათ ძვალს უტოვებდენ, რომლის დახმარებითაც შემდეგ ამ კოტლეტებს ხელით მიირთმევდენ. ასევე, გამარტივებულ კიევურ კოტლეტებში შიგთავსად მხლოდ ნივრით ან მწვანილით შეზავებულ კარაქს იყენებენ, ხოლო თავდაპირველად ფრანულ კოტლეტებში გემრიელი სოკოს შიგთავსი იყო.

დღეს ჩვენ ნამდვილ ფრანგულ კოტლეტებს დე ვოლეი მოვამზადებთ, ხოლო თქვენ -თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ შიგთავსი და ამოიღოთ ან დაამატოთ შიგთავსს სოკო, ყველი, სასურველი მწვანილი და სხვ.

დაგვჭირდება:

4 ქათმის ფილე

200 გ შამპინიონი

100+ 50გ კარაქი

1 თავი ხახვი

4-5 ღერი ოხრახუში

3-4 ღერი ტარხუნა

მარილი

შავი წიწაკა

100 მლ ნაღები (30%)

3 კვერცხი

საფანელი

ზეთი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ 50 გ კარაქში, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი შამპინიონი და ისიც ოდნავ შევბრაწოთ. გავაგრილოთ.

დარბილებული 100 გ კარაქი კარგად ავთქვიფოთ წვრილად დაჭრილ მწვანილთან და სოკოსს მასასთან ერთად. დავუმატოთ მარილი, წიწაკა. გადავიტანოთ პლასტიკზე, გადავახვიოთ ძეხვივით და შევდოთ საყინულეში.

ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ და დავბეგვოთ. ამისთვის უმჯობესია მოვათავსოთ პლასტკზე, ზევიდანაც პლასტიკი გადავაკრათ და ისე დავბეგვოთ. რომ გავიყვანთ დაახლოებით 3-4 მმ სისქემდე მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და დავადოთ ზევიდან გაყინული კარაქის მასის მეოთხედი. კარგად შევახვიოთ კარაქი ფილეში და შევდოთ გადახვეული კოტლეტები მაცივარში დაახლოებით 20-30 წუთით.

ამის შემდეგ, კვერცხი და ნაღები კარგად ავთქვიფოთ. ამოვავლოთ ჩვენი კოტლეტები ჯერ კვერცხის მასაში, შემდეგ საფანელში. შევწვათ კოტლეტები ღრმა ტაფაზე, ბევრ ზეთში (ზეთი უნდა დუღდეს და ფარავდეს კოტლეტებს მთლიანად, ისინი უნდა ტივტივებდენ). კოტლეტები რომ გაოქროსფერდება, ამოვიღოთ ზეთიდან და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე. შემდეგ კი შევდოთ კოტლეტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და დავასრულოთ მათი ცხობა დაახლოებით 5-10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page