top of page

გარგარის ჯემი ლავანდით


ზაფხულში ზამთრისთვის მზადება ტრადიციად ვექცა და დღეს ჩვენ ჯემების და მურაბების კოლექციას კიდე ერთი ძალიან საინტერესო ჯემი შევმატოთ. მოვამზადოთ გარგარის ჯემი ლავანდით. ლავანდა მას ფრანგულ ნოტებს მისცემს და ცივი ზამთრის დღეებში ყოველთვის, როცა ჩვენ ამ ჯემს მივირთმევთ, ფრანგულ პროვანსში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ლავანდის შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ის ჩვენთან უკვე ქოთნებითაც იყიდება.

დაგვჭრდება:

1200 გ გარგარი

1 კგ შაქარი

2 ლიმონი

2 ს.კ. ლავანდას ხმელი ყვავილები

გარგარი კარგად გავრეცხოთ და ამოვაცალოთ კურკები. დაგვჭრათ გარგარი კუბებად, დავუმატოთ მას შაქარი, ლიმნის ცედრა და 5 ს.კ. ლიმნის წვენი. შევდოთ ერთი დღით მაცივარში.

ამის შემდეგ მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთი. ხარშვის დროს მოვაშოროთ ქაფი.

20-25 წუთის შემდეგ გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ ლავანდას ყვავილები, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ ცხელი ჯემი ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page