კენკრას ტორტი კრემით "შანტილი"
კრემი შანტილი (crème chantilly) რა თქმა უნდა საფრანგეთიდანაა წარმოშობით. ასე ეწოდება ათქვეფილი ნაღების კრემს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მარწყვს და სხვა კენკრას. დრეს მოვამზადებთ ტორტს, რმელსაც ნაღების კრემით და კენკროვანი ხილით გავაგემრიელებთ.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
6 კვერცხი
150 გ შაქარი
100 გ ფქვილი
100გ ნუშის ფქვილი (დაფქვილი ნუში)
100 გ კარაქი
კრემისთვის დაგვჭრდება:
500 მლ ნაღები (33%)
4 ს.კ. შაქრის პუდრა
ვანლი
ბისკვიტის დასანამად დაგვჭირდება:
5 ს.კ. შაქარი
5 ს.კ. წყალი
5 ს.კ. ალუბლის ნაყენი (ვიშნევკა), ან ნებისმიერი სხვა ლიქიორი თქვენი გემოვნებით
500 გ სხვადასხვა კენკროვანი ხილი + რამდენიმე ყველაზე საღი და ლამაზი მოსართავად
კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად ავთქვიფოთ. მასა უნდა გათეთრდეს და მოიმატოს მოცულობა. შემდეგ დავუმატოთ გაცრილი ორივე ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ გამდნარი კარაქი და კიდე კარგად მოვურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში (ფორმაში წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი) და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.
ბისკვიტის მზადყოფნა შევამწომოთ ხის ჩხირით. გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ სამ ან ოთხ ფენად.
მოვამზადოთ სანამი: შაქარი და წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ დავუმატოთ ლიქიორი. გავაგრილოთ და დავნამოთ ბისკვიტის ყველა ფენა.
კრემისთვის კარგად გავაცივოთ ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვანილი და ავთქვიფოთ.
ავაწყოთ ტორტი: წავუსვათ სათითაოდ ყველა ფენას კრემი და ფენებს შორის მოვათავსოთ ხილი. ზევიდან ტორტს ასევე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ყველაზე ლამაზი კენკრებით.
ტორტი აუცილებლად შევინახოთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!