ჟოლოს და ლიმონის ნამცხვარი
მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და საკმაოდ მარტივი ლიმონის და ჟოლოს ნამცხვარი. კარგ შავ ყავასაც თუ მოამზადებთ, საოცრად ისიამოვნებთ.
დაგვჭირდება:
2 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
150 გ კაქარი
150 გ კრემჩიზი
150 მლ ნაღები
ვანილი
მწიკვი მარილი
1 ლიმნის ცედრა და წვენი
0,5 ჩ.კ. სოდა
1,5 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა ჟოლო
ცალკე- 100 გ ჟოლო და შაქარის პუდრა
1 ჭიქა შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ 1კვერცხი და კიდე კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 100 მლ ნაღები, ვანილი, მარილი, სოდა, ლიმონის წვენი და ფქვილი. თანაბრად გავანაწილოთ ეს მასა 26 სმ დიამეტრის ფორმაში (ფორმას წინასწარ ჩევუფინოთ საცხობი ქაღალდი).
ცალკე ავთქვიფოთ კრემჩიზი, დარჩენილი შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ დარჩენილი ნაღები, ვანილი და ლიმნის ცედრა. დავასხათ ეს მასა ზევიდან ცომს და გავანაწილოთ თანაბრად შუაგულში, კიდეებამდე არ მივიყვანოთ.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით, სანამ ზედაპირი არ გამყარდება. ამის შემდეგ, გამოვიღოთ ნამცხვარი, დავალაგოთ ზევიდან ჟოლო (ფრთხილად ოდნავ ჩავარჭოთ ცომში) და ისევ შევდოთ ნამცხვარი ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით, სანამ არ გამოცხვება. ნამცხვრის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით.
გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ, მოვაყაროთ ზევიდან ცოცხალი ჟოლო და შაქრის პუდრა.
ნამცხვარი ერთნაირად გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივი.
გემრიელად მიირთვით!